Cartooli ქართველებისთვის

რადგან ამ გვერდზე მოგვდით, ნიშნავს, რომ თქვენი გაყიდვების ონლაინ სივრცეში გაზრდით ხართ დაინტერესებული. გვიხარია, რომ ჩვენი პლატფორმით დაინტერესდით და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ დაგეხმაროთ გაყიდვების ზრდაში. 

ჩვენი გრძელვადიანი მიზნების გასაცნობად, შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენი დამფუძნებლის, ანი ქოჩიაშვილის ინტერვიუს მთავარ არხთან > ინტერვიუ .

ჩვენს პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე > პირობები.

ინსტრუქციისთვის, თუ როგორ შექმნათ მაღაზია, ატვირთოთ პროდუქტი, მოახდინოთ ტრანსპორტირების კონფიგურაცია, ა.შ., მიმართეთ შემდეგ ბმულს > ინსტრუქცია.

კითხვების შემთხვევაში, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო შემდეგ კალენდარზე და ჩვენი გუნდის წევრი გაგესაუბრებათ და გაგცემთ კითხვებზე პასუხს > კალენდარი.

გაითვალისწინეთ შემდეგი პუნქტები 

  • პროდუქტის გაყიდვის შემთვევაში, გამყიდველი ვალდებულია ამანათი გააგზავნოს 2 ბიზნეს დღის განმავლობაში. გამონაკლისია პროდუქტი, რომელიც შეკვეთის შემდეგ მზადდება. ამ შემთხვევაში, გამყიდველს უნდა ჰქონდეს აღწერილობაში მითითებული თუ რა დრო სჭირდება პროდუქტის დამზადებას. 
  • ყველა გამყიდველს აქვს ტრანსპორტირების კონფიგურაციის საშუალება. კონფიგურაციის გარეშე, მყიდველს დაერიცხება ქვემოთ მოყვანილი ტარიფები. თუ გსურთ, რომ უფასო ტრანსპორტირება შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს, პროდუქტის ატვირთვისას, "Weight" / წონის ველში ჩაწერეთ 0. Cartooli ტრანსპორტირების თანხას სრულად ურიცხავს გამყდველს, საკომისიოს დარიცხვის გარეშე. თუ ტრანსპორტირება უფრო მეტი დაჯდა, ვიდრე მყიდველის მიერ გადახდილი თანხა, Cartooli განსხვავებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. აღწერილობაში წონა შეგყავთ lb-ში. ქვემოთ მოყვანილი ტარიფები გაჩვენებთ lb და kg-ს შედარებას. 
    • საქართველო
      • უფასო - 0.1კგ-მდე / 0.2lb
      • $5 - 0.1კგ-ს ზემოთ / 0.2lb+
    • ამერიკის შეერთებული შტატები
      • უფასო - 0.05კგ-მდე / 0.1lb
      • $15 - 0.05 - 1.36კგ-მდე / 0.1 - 3.0lb
      • $25 - up to 1.36 - 2.5კგ-მდე / 3.01 - 5.5lb
      • $35 - 2.5 - 4.5კგ-მდე / 5.51 - 10.0lb
      • $50 - 4.5კგ-ს ზემოთ / 10.01lb+ 
    • სხვა ქვეყნები
      • Free - 0.05კგ-მდე / 0.1lb
      • $25 - 0.05 - 2.27კგ-მდე / 0.1 - 5.0lb
      • $50 - 2.27 - 4.5კგ-მდე / 5.01 - 10.0lb
      • $75 - 4.5კგ-ს ზემოთ / 10.01lb+

გამყიდველის ანგარიში

ელ. ფოსტა *
პაროლი *
*აუცილებელი ინფორმაცია
ჯერ არ გაქვთ მაღაზია / ანგარიში? გაწევრიანდი